Thursday, June 21, 2012

მოგზაურობა   ნიკორწმინდაში


     ნიკორწმინდა - სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ამბროლაურიდან 16 კილომეტრი. სოფელმა სახელწოდება მიიღო XI საუკუნეში აქ  აგებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის  ეკლესიისაგან. შუა საუკუნეებში ნიკორწმინდა ნიკორწმიდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო. ამჟამად ნიკორწმინდის ეპარქიის ცენტრია.


სოფლის ღირშესანიშნაობები

ნიკორწმინდის ტაძარი გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის რაიონის ამავე სახელწოდების სოფელში. ტაძარი აგებულია საქართველოს მეფის ბაგრატ III –ის დროს 1010–1014 წლებში.
ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.
არ შეიძლება რომ გვერდი ავუაროთ ტაძრის ფრესკებსა. მისი სიდიადე და 
თვალწარმტაცობა თვალს ჭრის მის მნახველს.
1534 წელს შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.



                                                      ნიკორწმინდა ზამთარში




უდაბნო–ჭელიში  შუა საუკუნეების მონასტერი დასავლეთ საქართველოში, რაჭაში (ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიკორწმინდის დასავლეთით 4-5 კმ-ზე). შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მომდევნო ხანაში აქ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. XVI საუკუნის 60-იან წლებში ჭელიშის ეკლესია განაახლა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (საყვარელიძემ) იმერეთის მეფის გიორგი II-ის შემწეობით. 1591 წლიდან ჭელიშინიკორწმინდის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო 1637 წელს ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა. XVIII საუკუნის II ნახევრიდან აქ სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ჭელიშში ინახებოდა მრავალი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმაამბროსი ხელაიამ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდამოქცევაი ქართლისაი მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.









ტაძარი მდებარეობს შარეულას ხეობაში. ,,უდაბნოში” მრავალი გამოქვაბულია. მათ შორის, ორი, ყველაზე დიდი, ბუნებრივი გამოქვაბულია, ერთი მდებარეობის უდაბნოს მისასვლელში, მეორე კი- პირველი გამოქვაბულის დასავლეთით. პირველი გამოქვაბული  შედარებით დიდია, მისი სიმაღლე 15 მ-ია, სიგანე 25 მ, ხოლო სიგრძე 55მ. ამ გამოქვაბულში გამოედინება მდინარე შარეულა. მდინარეში ბინადრობს წითელ წინწკლენიან კალმახი, რომელზედაც ნებადართულია თევზაობა.







საყინულენიკორწმინდიდან სამხრეთ დასავლეთით 2 კმ-ზე არის საყინულის მღვიმე.  ტყეში საკმაოდ ბნელი დაღმართიანი და ქვიანი ბილიკით, შეუმჩნევლად მიადგებით გამოქვაბულის შავად დაღებულ თაღს, რომლის შიგნით არის ვრცელი დარბაზი, გამოქვბულის ფსკერზე პატარა ტბაა  ყინულივით ცივი წყლით, გამოქვაბულმა სახელიც ყინულის გამო მიიღო, ყინული კი შესასვლელის პირდაპირ შვეულ კედლებზე ჩამონაღვენთი წლით ჩნდება და თითქმის მთელი წლის განმავლობაში არის.
გამოქვაბულის კედლებზე ბევრი კარსტული
ხვრელებია. 






შაორის წყალსაცავი

შაორის წყალსაცავი მდებარეობს შაორის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც აგებულია ალუვიური ნაფენებით დაფარული კარბონატული ქანებით. წყალსაცავს აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის წვეროებშიც არის ორი ვიწრო პერევისას და ხვრელიეთის ყურეები. წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია და წყლის მაღალი დონის დროს წარმოიქმნება მრავალი პატარა ყურე.
   შაორის წყალსაცავის სარკის ქვეშ მოხვედრილია უნიკალური სასმელი წყლები.
 გეოლოგების დასახლების მოპირდაპირე მხარეს, იყო ტბები _ ძროხის თვალა და ხარის თვალა, რომლებსაც სახელწოდება მიღებული აქვს შესატყვისად ხსენებული პირუტყვის თვალების მსგავსებიდან. წყლის დადგომამდე აქ შადრევანის სახით ამოდიოდა ცივი ანკარა სასმელი წყალი; აქვე, მის გაგრძელებაზე არის შევარდენის წყარო, რომელმაც სახელწოდება მიიღო იქიდან, რომ სასმელად ფრინველი ეტანებოდა (ალბათ რაიმე თვისების გამო).  მოხვარეულის მხარეს გვხვდება ,,ცივი წყალი", ,,ჩოლოგა", ,,ქვაგახეთქილი", ,,ღორწყოლი", ,,ვირიფსელა", რომელთა სათავეები შესანიშნავი დასასვენებელი ადგილებია და წარმტაცი ლანდშაფტით მნახველში განუმეორებელ სილამაზეს ტოვებს. გზების გასწვრივ გვხვდება წიფლნარის უნიკალური ტყის კორომი,
რომელიც რამდენიმე ათეულ ჰექტარს მოიცავს და აქ ზაფხულის ყველაზე ცხელ ამინდშიც კი თბილი ტანსაცმლის გარეშე ვერ ისეირნებ. აქ გვხვდება შერეული ფოთლოვანი ტყე, რომელიც გაზაფხულზე და შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზი სანახავია.  


შავლაძეების ტბა-მდებარეოობს ნიკორწმინდის აღმოსავლეთით.ტბა საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით.ბინადრობს რამდენიმე სახეობის თევზი.